ქორწილის ტური

ბათუმი
1 დღე

რამდენიმე დღით საქართველოში იმყოფებით? ეძებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს? მაშინ ეს ტური სწორედ თქვენთვისაა. გეპატიჟებით შეუდარებელი ტრადიციებითა და მხიარულებით სავსე, ქართულ ქორწილში. ჩვენ დაგეხმარებით დაინახოთ ნამდვილი ქართული სული, ხალხური ცეკვა–სიმღერა, სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა. აღნიშნეთ ჯადოსნური დღე ახალდაქორწინებულებთან ერთად, გემრიელი ღვინისა და საკვების დაგემოვნებით.

ტურის ხანგრძლივობა : 3 საათი

ტურის შემადგენლობაში შედის:

  • ტრანსფერი
  • ნაციონალური ცეკვები;
  • თამადა
  • ქართული ფოლკლორი
  • ჯვრისწერის ცერემონია
  • ნაციონალური კერძები
  • ოჯახში დამზადებული ღვინო
  • ქართული ნაციონალური ტანისამოსი

საჭირო ინფორმაცია:

  • ჩაიცვით კლასიკურად, ასევე სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოირგოთ ქართული ნაციონალური სამოსი, რომლითაც დაესწრებით ქორწილს.

ტური გაიმართება კომპანიის წარმომადგენლის თანხლებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით.

გახდით ქართული ქორწილის მონაწილე !

 

Open Modal