ჩვენ შესახებ

ტურისტული კომპანია ,,ელთ თრეველი’’ 2019 წელს დაარსდა და პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს ქ . ბათუმში  “Batumi City Tour”-ის გამართვას.

“Batumi City Tour” არის ტური პანორამული ავტობუსებით, რომლითაც ქალაქის დათვალიერება მსოფლიოში ყველაზე აპრობირებული მეთოდია, ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა 16 სხვადასხვა ენაზე, მოისმინონ ქალაქის ისტორია და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია.

ამჟამად, ამ ტურით სარგებლობა შესაძლებელია კერძო დაკვეთით.

ჩვენი სერვისებია:

  • ინდივიდუალური ტურები საქართველოში;
  • ჯგუფური ტურები საქართველოში;
  • გასვლითი ტურების დაგეგმვა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში;
  • ბილეთების შეძენა (მატარებელი, თვითმფრინავი, ავტობუსი, გემი, ლაივ კონცერტები, სპორტული ღონისძიებები და სხვა)
  • მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება - დაზღვევის შეძენა, სავიზო პირობების გარკვევა, გიდის მომსახურება და ა.შ.

"ელთ თრეველი" ასევე მომხმარებლებს სთავაზობს ინვესტ ტურს აჭარაში, ბათუმში;

"ინვესტ ტური" - ეს არის საუკეთესო საშუალება რომ დაინტერესებული პირები გაეცნონ რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო გარემოს და ამავდროულად შეიცნონ საქართველოსა და აჭარის უნიკალური ბუნება, ისტორია, ფოკლორი, სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ,  პროფესიონალი კადრების მომსახურებას, ხარისხიან სერვისს, კომფორტულ გარემოსა და  ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ ტურისტსა და ჯგუფზე.

"ელთ თრეველის" გუნდი საინტერესო და დაუვიწყარ მოგზაურობებს გისურვებთ.