სვანეთი ჯიპის ტური

ბათუმი
2 დღე

ჯერ კიდევ არ ყოფილხართ სვანეთში? მაშინ არ გიმოგზაურიათ საქართველოში!

გასვლია ადგილი : ბათუმი

ტურის ხანგრძლივობა : 2 დღე

სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა და იგი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სვანეთი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მწვერვალები, ქარაფები, ციხე-კოშკები, რომლებიც თავისუფლებისა და ძლიერი სულის სიმბოლო გამხდარა, დიდი ხანია მოგზაურების, დამსვენებლებისა თუ სამთო სპორტის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს. ეს უძველესი კულტურის მქონე მხარე ძალიან საინტერესოა მრავალრიცხოვანი კულტურის ძეგლებით, სახასიათო ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი ბუნებით.

თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ და ნახოთ:

  • ადგილობრივების ტემპერამენტი;
  • უმაღლესი მწვერვალები; შხარა, თეთნულდი, უშბა, აილმა;
  • მდინარე ენგურის წყალსაცავი (ერთ–ერთი უდიდესი ევროპასა და აზიაში);
  • სვანეთის პატარა, მყუდრო, მთისპირა ქალაქი – მესტია;
  • მაღალი ქვის კოშკები (მაგ: ხერგიანის ოჯახის კოშკი სახლ–მუზეუმი , რომელსაც ინგლისის დედოფალმა კლდის ვეფხვი უწოდა);
  • ლამარიას უძველესი ეკლესია;
  • საოცრად გემრიელი სვანური სამზარეულო;

საჭირო ინფორმაცია :

  • ჩაიცვით სპორტულად - საწვიმარი ქურთუკი, მოხერხებული ფეხსაცმელი, სათადარიგო ტანსაცმელი.

არ დაგავიწყდეთ შთაბეჭდილების გაზიარება მეგობრებისთვის!

Open Modal